24 | 09 | 2018

საახალწლო კონცერტი ლანჩხუთში

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში საახალწლო კონცერტი გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი, მერის მოადგილე გიორგი ფაცურია და მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები დაესწრნენ.
თავდაპირველად ლანჩხუთელებს სიტყვით მიმართა და კარს მომდგარი 2018 წელი მიულოცა ალექსანდრე სარიშვილმა.
"გილოცავთ დამდეგ ახალ წელს. სიუხვეს, ბარაქას, ჯანმრთელობას გისურვებთ. დაე, ყველა ოცნება და ნატვრა აგხდენოდეთ" - მიმართა მერმა საზოგადოებას.
კონცერტმა, რომელშიაც მონაწილეობას ლანჩხუთის კულტურის ცენტრთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები იღებდნენ მონაწილეობას, მაყურებელი გულგრილი ნამდვილად არ დატოვა და მათ ეს განწყობა კიდევ დიდხანს გაჰყვებათ.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია-ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია