25 | 06 | 2018

მუნიციპალიტეტის მერმა ახალი წლის დადგომა მიულოცა

1 იანვარს,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა პირველ მოადგილე, გიორგი ფაცურიასა და საკრებულოს დეპუტატებთან ერთად, იმ ადამიანებს მიულოცა ახალი წლის შემობრძანება, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში ჩვენი სიცოცხლის სადარაჯოზე დგანან. თავდაპირველად მუნიციპალიტეტის მერი მედიცინის მუშაკებს ეწვია და რეგიონული ჯანდაცვისა და სასწრაფო დახმარების ცენტრის თანამშრომლებს მიულოცა ახალი წლის დადგომა, შემდეგ „მედალაფას“ კლინიკის პერსონალს. ასევე 2018 წლის შემობრძანება მიულოცა პოლიციისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურების იმ თანამშრომლებს, რომლებიც დღეს საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. „-გილოცავთ ახალი წლის შემობრძანებას. მინდა წარმატებების მომტანი იყოს ეს წელი თქვენთვის, თქვენი ოჯახებისთვის. გმადლობთ, რომ ჩვენს გვერდით ხართ და პირნათლად ასრულებთ თქვენს პროფესიულ მოვალეობას. კიდევ ერთხელ გილოცავთ! უფალმა წყალობა არ მოგაკლოთ!“განაცხადა ალექსანდრე სარიშვილმა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია-ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია