- დეტალები
-
გამოქვეყნებულია ხუთშაბათი, 04 იანვარი 2018 13:22
დღეს სატენდერო კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიას მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი ხელმძღვანელობს. ამჯერად გამოცხადდა ტენდერი მუნიციპალიტეტისათვის ტექნიკის დაქირავების მიზნით საჭირო მომსახურების გასაწევად. ხელშეკრულების თანახმად, ტექნიკის დაქირავება მოხდება თოვლისა და მეწყერისაგან ჩაკეტილი გზების გასაწმენდად. კომისიამ ასევე იმსჯელა ხელშეკრულებასა და იმ მოთხოვნებზე, რომლებიც სატენდერო პირობებში იქნება გათვალისწინებული.
