23 | 01 | 2018

ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე უძღვებოდა. სხდომაზე ექვსი ძირითადი საკითხი განიხილეს. სხდომას მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი და მოადგილე გიორგი ფაცურია ესწრებოდნენ. ბიურომ ცნობად მიიღო ელისო ჭიჭინაძის განცხადება, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების თაობაზე. საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ, ვერიკო კვირკელიამ ბიუროს წევრებს ამავე კომისიის დადებითი დასკვნა გააცნო, საკრებულოს ფრაქცია „ლანჩხუთელები ძლიერი თვითმმართველობისათვის“ შექმნის შესახებ. ბიუროს სხდომაზე, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ , „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ და სოციალური პროგრამების დამტკიცების შესახებ იმსჯელეს. ბიუროს წევრებს აღნიშნული პროექტები, მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურიოს უფროსმა, თამარ ფირცხალაიშვილმა გააცნო. პროექტის თანახმად, წარმოდგენილია 16 სოციალური და 11 სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამა. წარმოდგენილი საკითხები, შემდგომი განხილვისთვის გადაეგზავნება საკრებულოს ყველა ფრაქციას და კომისიას.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა