24 | 09 | 2018

ბიურომ 2018 წლის სოციალური პაკეტები განიხილა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე უძღვებოდა. სხდომაზე ექვსი ძირითადი საკითხი განიხილეს. სხდომას მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი და მოადგილე გიორგი ფაცურია ესწრებოდნენ. ბიურომ ცნობად მიიღო ელისო ჭიჭინაძის განცხადება, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების თაობაზე. საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ, ვერიკო კვირკელიამ ბიუროს წევრებს ამავე კომისიის დადებითი დასკვნა გააცნო, საკრებულოს ფრაქცია „ლანჩხუთელები ძლიერი თვითმმართველობისათვის“ შექმნის შესახებ. ბიუროს სხდომაზე, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ , „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ და სოციალური პროგრამების დამტკიცების შესახებ იმსჯელეს. ბიუროს წევრებს აღნიშნული პროექტები, მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსმა, თამარ ფირცხალაიშვილმა გააცნო. პროექტის თანახმად, წარმოდგენილია 16 სოციალური პროგრამა. ესენია: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის სოციალური პროგრამები 1. მზრუნველობამოკლებულთა უფასო კვებით უზრუნველყოფის პროგრამა. პროგრამის ბიუჯეტი 110 000 ლარი. 2. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა. პროგრამის ბიუჯეტი 32 400 ლარი 3. მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამა. პროგრამის ბიუჯეტი 45 000 ლარი 4. სხვადასხვა ომებსა და კონფლიქტებში მონაწილე ვეტერანთა დახმარების პროგრამა. პროგრამის ბიუჯეტი 51 000 ლარი. 5. მაღალმთიანი სოფლებიდან მოსწავლეთა ტრანსპორტირების პროგრამა. პროგრამის ბიუჯეტი 5500 ლარი. 6. ცენტრ ,,იავნანას” თანადაფინანსების პროგრამა. პროგრამის ბიუჯეტი 10 000 ლარი. 7. ბიკარბონატული ჰემოდიალეზით-თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულთა სამედიცინო დაწესებულებაში ტრანსპორტირების პროგრამა. პროგრამის ბიუჯეტი 39 800 ლარი. 8. იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარების პროგრამა. პროგრამის ბიუჯეტი 10 000. 9. სამკურნალო და საოპერაციო ხარჯებით დახმარების პროგრამა. პროგრამის ბიუჯეტი 50 000 ლარი. 10. მძიმე საცხოვრებელ პირობებში, უბედური შემთხვევისა და და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა. პროგრამის ბიუჯეტი 30 000 ლარი. 11. ლანჩხუთის რეგიონალური ორგანიზაციის „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ სარეაბილიტაციო პროგრამა ძუძუს კიბოს დიაგნოზით ნაოპერაციები ქალებისათვის. პროგრამის ბიუჯეტი 30 000 ლარი 12. ხანდაზმულ (100 და მეტი წლის ასაკის) პირთა დახმარების პროგრამა. პროგრამის ბიუჯეტი 1000 ლარი 13. უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების პროგრამა. პროგრამის ბიუჯეტი 3000 ლარი. 14. ერთჯერადი სოციალური (ფულადი) დახმარების პროგრამა. პროგრამის ბიუჯეტი 52 100 ლარი. 15. მედიკამენტების შეძენაზე დახმარების პროგრამა. პროგრამის ბიუჯეტი 35 000 ლარი. 16. შშმ პირის სატაუსის მქონე ბენეფიციართა სარეაბილიტაციო კურსის დაფინანსების პროგრამა. პროგრამის ბიუჯეტი 4900 ლარი. წარმოდგენილი საკითხები, შემდგომი განხილვისთვის გადაეგზავნება საკრებულოს ყველა ფრაქციას და კომისიას.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია-ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია