26 | 09 | 2018

ადგილობრივი ხელისუფლება „გამარჯვებულ ქალთა კლუბს“ ეწვია

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე და საკრებულოს დეპუტატები კარლო კვიტაიშვილი და გიორგი გვარჯალაძე ლანჩხუთის „გამარჯვებულ ქალთა კლუბს“ ესტუმრნენ. კლუბის ხელმძღვანელს მზია კვირკველიასა და წევრებს შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო ნობათი გადასცეს. _„გილოცავთ შობა-ახალ წელს, მინდა პირველ რიგში ჯანმრთელობა გისურვოთ და გითხრათ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ თქვენთვის. მინდა აქვე მადლობა გადავუხადო ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორს თინათის ბერუჩაშვილსა და პროფესორ რემა ღვამიჩავას, თანადგომისა და მხარდაჭერისათვის. ჩვენს მიერ შემუშავებული პროგრამები ხელს შეუწყობს ნაადრევ ეტაპზე დაავადების გამოვლენას, ნაოპერაციევი ქალების მხარდაჭერას მათი შემდგომი რეაბილიტაციის მიზნით“-განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა. „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ წევრებმა ადგილობრივ ხელისუფლებას ურთიერთთანადგომისთვის მადლობა გადაუხადეს.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია-ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია