24 | 09 | 2018

სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელება თებერვლის დასაწყისიდან იგეგმება

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი გვარჯალაძემ და ჩიბათის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი ჩახვაძემ, ჩიბათში სტიქიის შედეგად დაზიანებული ობიექტები მოინახულეს.

ოქტომბერში ძლიერმა სტიქიამ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა ჩიბათის ადმინისტრაციულ ერთეულს.

როგორც საკრებულოს წევრებმა აღნიშნეს, სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელება თებერვლიდან დაიწყება.

სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია საბავშვო ბაღის სახურავის, საცხოვრებელი სახლის სახურავის, გაბიონების, დაზიანებული ხიდების, ზემო ჩიბათში და დაფნარას უბანში მისასვლელი გზის აღდგენა და ა.შ.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია