- დეტალები
-
გამოქვეყნებულია ორშაბათი, 08 იანვარი 2018 16:41
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის სხდომაზე, თავმჯდომარემ, გიორგი ჩახვაძემ „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ , „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ და სოციალური პროგრამების დამტკიცების შესახებ , კომისიის წევრებთან და მერიის სოციალური სამსახურის უფროსთან, თამარ ფირცხალაიშვილთან ერთად იმსჯელა.
პროექტის თანახმად, წარმოდგენილია 16 სოციალური პროგრამა. ესენია:
1. მზრუნველობამოკლებულთა უფასო კვებით უზრუნველყოფის პროგრამა. პროგრამის ბიუჯეტი 100 000 ლარი;
2. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა. პროგრამის ბიუჯეტი 32 400 ლარი;
3. მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამა. პროგრამის ბიუჯეტი 45 000 ლარი ;
4. სხვადასხვა ომებსა და კონფლიქტებში მონაწილე ვეტერანთა დახმარების პროგრამა. პროგრამის ბიუჯეტი 51 000 ლარი;
5. მაღალმთიანი სოფლებიდან მოსწავლეთა ტრანსპორტირების პროგრამა. პროგრამის ბიუჯეტი 5500 ლარი;
6. ცენტრ ,,იავნანას” თანადაფინანსების პროგრამა. პროგრამის ბიუჯეტი 10 000 ლარი;
7. ბიკარბონატული ჰემოდიალეზით-თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულთა სამედიცინო დაწესებულებაში ტრანსპორტირების პროგრამა. პროგრამის ბიუჯეტი 39 800 ლარი;
8. იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარების პროგრამა. პროგრამის ბიუჯეტი 10 000;
9. სამკურნალო და საოპერაციო ხარჯებით დახმარების პროგრამა. პროგრამის ბიუჯეტი 50 000 ლარი;
10. მძიმე საცხოვრებელ პირობებში, უბედური შემთხვევისა და და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა. პროგრამის ბიუჯეტი 30 000 ლარი;
11. ლანჩხუთის რეგიონალური ორგანიზაციის „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ სარეაბილიტაციო პროგრამა ძუძუს კიბოს დიაგნოზით ნაოპერაციები ქალებისათვის. პროგრამის ბიუჯეტი 30 000 ლარი;
12. ხანდაზმულ (100 და მეტი წლის ასაკის) პირთა დახმარების პროგრამა. პროგრამის ბიუჯეტი 1000 ლარი ;
13. უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების პროგრამა. პროგრამის ბიუჯეტი 3000 ლარი;
14. ერთჯერადი სოციალური (ფულადი) დახმარების პროგრამა. პროგრამის ბიუჯეტი 52 100 ლარი;
15. მედიკამენტების შეძენაზე დახმარების პროგრამა. პროგრამის ბიუჯეტი 35 000 ლარი;
16. შშმ პირის სატაუსის მქონე ბენეფიციართა სარეაბილიტაციო კურსის დაფინანსების პროგრამა. პროგრამის ბიუჯეტი 4900 ლარი;
კომისიის წევრებმა იმსჯელეს სოცალური პროგრამების, სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის შესახებ და გარკვეული შენიშვნები გამოთქვეს.
კომისია მიიჩნევს, რომ ომის ვეტერანებისა და მათი დახმარების პროგრამაში, სარეიტინგო ქულა 120 ათასის ნაცვლად , 150 ათასით უნდა განისაზღვროს.
სამკურნალო და საოპერაციო ხარჯებით დახმარების პროგრამაში , ბენეფიციარის თანადაფინანსების თანხა განისაზღვროს, 1000 ლარის ოდენობით, ნაცვლდ 500 ლარისა.
კომისიას მართებულად მიაჩნია, რომ ერთჯერადი სოციალური (ფულადი) დახმარების მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხიდან ამოღებული იქნას, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან წარსადგენი საინფორმაციო ბარათი.