ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება

გამოქვეყნებულია ორშაბათი, 08 იანვარი 2018 16:46

ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება: ლანჩხუთი - 11:00 დან 16:00 საათამდე 214 აბონენტს ქ.ლანჩხუთში თბილისის, თავისუფლების, ჭანტურიას და მიმდებარე ქუჩებზე. აბონენტთა ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით პროფილაქტიკურ სამუშაოებს კომპანია სისტემატურად ატარებს გამანაწილებელ ქსელში. სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებელთა ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია-ს ფოტო.