26 | 09 | 2018

კომისიამ მიმდინარე საკითხები განიხილა

დღეს საკრებულოს სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა. საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, სხდომას ამავე კომისიის წევრი ელისო ჭიჭინაძე უძღვებოდა. კომისიამ „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ , „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ და სოციალური პროგრამების შესახებ იმსჯელა. მერიის სოციალური სამსახურის უფროსის, თამარ ფირცხალიშვილის მიერ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, 2018 წელს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 16 სოციალური პროგრამა განხორციელდება, რომლის ბიუჯეტი, ჯამში 499 700 ლარს შეადგენს. პროექტის თანახმად, წარმოდგენილია 11 სოციალურ-კულტურული პროგრამა, რომლის განსახორციელებლად 30 ათასი ლარია გამოყოფილი. ესენია: 1. საჩუქრებისა და პრიზების შეძენის პროგრამა ; 2. ახალგაზრდული პროექტების თანადაფინანსების პროგრამა; 3. სასკოლო სპორტული ოლიმპიადის და სპორტი ბარიერების გარეშე ჩატარების პროგრამა ; 4. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების საზოგადოებაში ინტეგრაციის პროგრამა; 5. ახალგაზრდული სპორტული ტურნირების მხარდაჭერის პროგრამა; 6. სხვადასხვა ღონისძიებებზე სპორტსმენებისა და ახალგაზრდების ტრანსპორტირების პროგრამა ; 7. წარმატებული სპოტსმენების და მწვრთნელების წახალისების პროგრამა; 8. შემოქმედთა წახალისების პროგრამა; 9. ტრანსპორტირებით დახმარების პროგრამა; 10. კულტურულ-საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტების თანადაფინანსების პროგრამა; 11. სოც-კულტურული ღონისძიებების ორგანიზების პროგრამა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია