18 | 09 | 2019

,,ამერიკული თეთრი პეპლის’’ წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებებისთვის 60 ათასი ლარი გამოიყო

,,საქართველოს რეგიონებში ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე’’ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 აპრილის №772 განკარგულების შესაბამისად. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ,,ამერიკული თეთრი პეპლის‘’ საწინააღმდეგო ღონისძიებების განსახორციელებლად 60 000 ლარი გამოიყო. 

აღსანიშნავია, რომ თეთრი პეპლის საწინააღმდეგო ღონიძიებების  კოორდინაციის მიზნით, ფოთში სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალური შტაბი იმუშავებს, რომელიც გურიაში, სამეგრელოში, იმერეთსა და აჭარაში მავნებლის წინააღმდეგ  ჩასატარებელი სამუშაოების ოპერატიულ  დაგეგმვასა და კოორდინაციას უზრუნველყოფს. მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, იგეგმება საინფორმაციო ფლაერების გავრცელება. საგულისხმოა, რომ  მავნებლის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებში  სწორედ მოსახლეობის დროული ჩართულობაა  მნიშვნელოვანი.

ივნისის თვეში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საკარანტინო მავნებლის ,,ამერიკული თეთრი პეპლის ‘’ პირველი და მეორე თაობის საწინააღმდეგოდ, ზურგსაკიდი ძრავიანი შემასხურებელი ,,S’’ ტიპის აპარატებით 870 ჰა ფართობი დამუშავდება, დასაქმდება ადგილობრივი კადრები, ხოლო სამუშაოს შესასრულებლად საჭირო ტექნიკას, სპეციალურ აღჭურვილობასა და  ქიმიურ პრეპარატს, მუნიციპალიტეტს სურსათის ეროვნული სააგენტო გადასცემს.

გარდა ამისა, ზურგსაკიდი აპარატების პარალელურად, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მავნებლის საწინააღმდეგო წამლობა  ჩატარდება ,,TIFA -100“, „ SCOUT 34S-400“ და „ Dyna-Fog 1200’’ ტიპის აგრეგატებისა და თერმული ნისლის გამოყენებით.

როგორც სპეციალისტები ამბობენ, წამლობა ჩატარდება ბიოლოგიური პრეპარატებით ,,დიპელი’’ და ,,ლეპიდოციდი’’, რომლებიც სრულიად უვნებელია თბილსისხლიანებისათვის, არატოქსიურია ფუტკრის მიმართ, მაგრამ მიუხედავად ამისა პრეპარატის გამოყენების დროს სპეციალისტები მოსახლეობას რეკომენდაციას აძლევენ დაიცვან მისი გამოყენების წესი, კერძოდ: შეიზღუდოს ფუტკრის ფრენა  6-12 საათით; დაიხუროს სასმელი წყლის ჭები თავსახურით; მოსახლეობა (განსაკუთრებით ბავშვები) უნდა მოერიდოს წამლობის დროს წამლობის ადგილებს; ხილისა და ბოსტნეულის გამოყებენა დაუშვებელია 5 დღის მანძილზე.

მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების დაწყება დამოკიდებულია  მავნებლის გავრცელების ხარისხსა და სიძლიერეზე, რასაც სისტემატიურად აკვირდებიან ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები. ქიმური წამლობის ჩატარების თაობაზე მოსახლეობას ინფორმაცია წამლობის ჩატარებამდე 2 დღით ადრე მიეწოდება.

 

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია