20 | 04 | 2018

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის, ,,ქართული ოცნება-მრეწველების“ სხდომა გაიმართა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის, ,,ქართული ოცნება-მრეწველებისსხდომაზე, რომელსაც სპარტაკ კვაჭაძე თავმჯდომარეობდა, დღის წესრიგით განსაზღვრულ საკითხებზე იმსჯელეს.

ფრაქციამ განიხილა ზურაბ კუკულავას განცხადება, ფრაქციაში მიღების თაობაზე, შესაბამისად, ცვლილება განხორციელდება ფრაქციის წესდებაში.

ფრაქცის წევრებმა 2018 წლის ბიუჯეტიდან განსახორციელებელი სოციალური პროგრამები განიხილა. სხდომაზე გარკვეული შენიშვნები გამოითქვა პროგრამებთან დაკავშირებით.

ფრაქცია მართებულად მიიჩნევს, რომ სამკურნალო და საოპერაციო ხარჯებით დახმარების პროგრამაში , ბენეფიციარის თანადაფინანსების თანხა განისაზღვროს 1000 ლარის ოდენობით, ნაცვლდ 500 ლარისა.

 

ფრაქცია მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ მაღალმთიან სოფლებიდან განხორციელდეს აღსაზერდელების საბავშვო ბაღში ტრანსპორტირების პროგრამა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა