20 | 04 | 2018

წარმოდგენილი პროექტის მიხედვით მიმდინარე წელს 16 სოციალური პროგრამა განხორციელდება

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესსა და მიმდინარე წელს განსახორციელებელ სოციალურ პროგრამებს აქტიურად განიხილავენ საკრებულოს კომისიებსა და ფრაქციებში.

დღეს აღნიშნული საკითხებზე დადგენილებისა და განკარგულების პროექტები, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ განიხილა.

წარმოდგენილი პროექტის მიხედვით მიმდინარე წელს 16 სოციალური პროგრამა განხორციელდება, რომლის ბიუჯეტი ჯამში 499 700 ლარს შეადგენს.

წარმოდგენილ პროექტებთან დაკავშირებით კომისიის მიერ შენიშვნები არ გამოთქმულა.

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა