20 | 04 | 2018

ტენდერები გამოცხადდა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის სატენდერო კომისიამ, რომელსაც მერი, ალექსანდრე სარიშვილი თავმჯდომარეობს, მორიგი სხდომა გამართა.
სხდომაზე განსახილველი საკითხები მუნიციპალური შესყიდვების განყოფილების ხელმძღვანელმა, მაია აფხაზავამ წარმოადგინა.
გამოცხადდა ორი ელექტრონული ტენდერი: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამათში ხიდის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისა და ასევე ბავშვთა საფეხბურთო სკოლის შენობის მშენებლობა-რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მიზნით.
პირველი ტენდერის ღირებულებაა 4 000 (ოთხი ათასი) ლარი, ხოლო მეორეს, ანუ ბავშვთა საფეხბურთო სკოლის შენობის მშენებლობა-რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისთვის - 20 000 (ოცი ათასი) ლარი.
აღნიშნული საპროექტო დოკუმენტაციის შემდეგ გამოიყოფა თანხა სამუშაოების შესასრულებლად და დაიწყება მშენებლობები.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია-ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა