მუნიციპალიტეტის მერი „ტოდინის“ წარმომადგენლებს შეხვდა

გამოქვეყნებულია ოთხშაბათი, 10 იანვარი 2018 13:33

დღეს ლანჩხუთის მუნიციპლიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი ავტობანის გვიმბალაური - ახალსოფლის მონაკვეთზე (მესამე ლოტი) მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით საამშენებლო კომპანია „ტოდინის“ წარმომადგენლებს შეხვდა. მათ მერს გააცნეს პროექტი და აღნიშნეს, რომ პირველ ეტაპზე 50 ადგილობრივი დასაქმდება. პროექტი ოთხ წელში დასრულდება.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია-ს ფოტო.