18 | 10 | 2018

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა

დღეს გამართულ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, რომელსაც ბესიკ ტაბიძე უძღვებოდა, დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხები განიხილეს.
სხდომას მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი და მერიის სამსახურების უფროსები ესწრებოდნენ.

საკრებულომ ცნობად მიიღო საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის დადებითი დასკვნა, საკრებულოს ფრაქციისლანჩხუთელები ძლიერი თვითმმართველობისათვისშექმნის შესახებ.

საკრებულომ დაამტკიცა დადგენილება, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“.

საკრებულოს მიერ დამტკიცდა განკარგულება, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის სოციალური პროგრამების დამტკიცების შესახებიმ შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით, რომლებიც კომისიისა და ფრაქციის სხდომებზე გამოითქვა. მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში 16 სოციალური პროგრამა დაფინანსდება, რომლის ბიუჯეტი 499 700 ლარს შეადგენს.

სხდომაზე დაამტკიცეს დადგენილება, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“.

საკრებულოს მიერ დამტკიცა განკარგულება, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დამტკიცების შესახებ“ . როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წელს 11 სოციალურ-კულტურული ღონისძიება განხორციელდება, რომლისთვისაც 30 ათასი ლარია გამოყოფილი.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია