22 | 11 | 2019

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

 

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ლანჩხუთში განსაკუთრებულად აღინიშნა.

თავდაპირველად იმედო დუნდუას სახელობის სტადიონზე გაიმართა ლევან ჟორდანიას სახელობის ტურნირი მინი–ფეხბურთში, რომელშიაც 2001–2002 წლებში დაბადებული ბავშვები იღებდნენ მონაწილეობას. ყველა გუნდში ვაჟებთან ერთად ერთი გოგონაც თამაშობდა. გამარჯვება პირველ საჯარო სკოლას თეკლე დვალიშვილის პენალტმა მოუტანა.

 

საუკეთესო მოთამაშე გოგონად დასახელდა ცისმარი შარაშიძე, ვაჟად კი – კოკო კუკულაძე, საუკეთესო მეკარედ – სოსო პატარაია, საუკეთესო მცველად – თამაზ წილოსანი, თავდამსხმელად გიორგი გოგოხია აღიარეს. მათ მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების მიერ სამახსოვრო პრიზები  გადაეცათ.

იმავე დღეს ადმინისტრაციული შენობის წინ სკვერში გაიმართა ამხანაგური თამაშები ჭადრაკში და ხატვის საათი, რომელშიაც ჭადრაკისა და სამხატვრო სკოლების აღსაზრდელები მონაწილეობდნენ. აქვე იყვნენ დღის ცენტრ „იავნანას“ ბავშვებიც. საჩუქრები მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს მიერ ყველა პატარას გადაეცა.

ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში გაიმართა შიბაქ–ლიგის პირველი გათამაშება. აღინიშნა, რომ ამ თამაშს მსოფლიოში ანალოგი პამპერს–ლიგის სახით მოეპოვება. სკოლამდელი საგანმანათლებლო ცენტრის 16 სააღმზრდელო ჯგუფის აღსაზრდელებმა სახალისო ფეხბურთი ითამაშეს და მაყურებელი აღაფრთოვანეს. გამარჯვება მაჩხვარეთის ბაღს ხვდა წილად, რომელსაც გოგი ორაგველიძის მიერ შექმნილი სიმბოლური ნამუშევარი – გიგანტური შიბაქი გადაეცა.

საპირველივნისო ღონისძიებები კულტურის ცენტრში გამართული კონცერტით დასრულდა. პატარა მონაწილეებმა მაყურებლის მოწონება დაიმსახურეს.


 

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია