25 | 06 | 2018

ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართა შეხვედრა პოეტ ზაზა სუყაშვილთან

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართა შეხვედრა პოეტ ზაზა სუყაშვილთან.
ზაზა სუყაშვილი ჰერეთიდანაა...
ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ზაზას წიგნის "მისამართი" პრეზენტაცია გაიმართა.
დარბაზი სავსე იყო მსმენელით, რომელიც ძალიან მოიხიბლა პოეტის საოცარი ლექსებით.
შეხვედრას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე მახათაძე ესწრებოდნენ.
შეხვედრამ თბილ და სასიამოვნო გარემოში ჩაიარა. 
პოეტმა თავისი წიგნები ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია-ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია