24 | 09 | 2018

სპექტაკლი კულტურის ცენტრში

12 იანვარსს ლანჩხუთის ეგნატე ნინოშვილის სახელობის ლანჩხუთის სახალხო თეატრმა წარმოადგინა სპექტაკლი მარკ კამელოტის პიესა ,, F A M I L Y ფრანგული გარნირით”. სპექტაკლის რეჟისორი დავით წერეთელი. ლანჩხუთელმა ახალგაზრდა მსახიობებმა წარმოადგინეს „ოჯახური იდილია“ სცენაზე. მონაწილეობდნენ: გურამ იმნაძე, ბაჩანა პატარაია, ქრისტინა ლორია, თეკლა დვალიშვილი, ლელა ჭეიშვილი, ბაჩი ხუხუნაიშვილი. სპექტაკლს ესწრებოდნენ: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი, მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი ფაცურია და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ წარმატებები უსურვა დავით წერეთელს და თეატრალურ დასს. ეგნატე ნინოშვილის სახელობის სახალხო თეატრმა ლანჩხუთელ მაყურებელს კიდევ ერთი ლამაზი საღამო აჩუქა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია-ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია