ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნელები ჯურუყვეთში იმყოფებოდნენ

გამოქვეყნებულია შაბათი, 13 იანვარი 2018 16:51

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე ჯურუყვეთში იმყოფებოდნენ. მათ ხანძრის შედეგად დაზარალებული ჯონი ჭეიშვილის ოჯახი მოინახულეს. ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა და სახლის გადარჩენა, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა. ოჯახში ოთხი მცირეწლოვანია. ადგილობრივი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ჭეიშვილების ოჯახს დროულად გაეწიოს შესაბამისი დახმარება.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია-ს ფოტო.