20 | 04 | 2018

მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ მოსახლეობას კალანდა მიულოცეს

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახები მოინახულეს. მათ საჩუქრად საახალწლო ნობათი გადასცეს. „-გილოცავთ დამდეგ კალანდას. მინდა ყოველივე საუკეთესო გისურვოთ. მოვედით, რათა მთელი გულით, მოგილოცოთ დღესასწაულები. მინდა იცოდეთ, რომ თქვენს გვერდით ვართ“-განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა. _„ძალიან დიდი მადლობა თქვენს მიერ გამოჩენილი ყურადღებისთვის, გმადლობთ, რომ ჩვენ და ჩვენი პატარებიც გაახარეთ“ _განაცხადა ხათუნა გურგენაძემ.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია-ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა