16 | 10 | 2018

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით პარლამენტში საზეიმო მიღება გაიმართა. საზეიმო მიღებას პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უმასპინძლა და დამსწრეებს ეროვნული დამოუკიდებლობის სიმბოლოს - სახელმწიფო დროშის დღე მიულოცა.

პარლამენტში საზეიმო მიღებას ესწრებოდნენ სხვადასხვა რეგიონიდან მიწვეული ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. გურიიდან, გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე დარეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები. 

საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი საზეიმო მიღებაზე თბილისის ახალგაზრდულმა გუნდმა შეასრულა. ღონისძიებაზე გამოფენილი იყო საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა, ასევე, თვითმმართველი ქალაქების სიმბოლოები. გარდა ამისა, მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებიდან და ბიბლიოთეკებიდან მოპოვებული პორტოლანები (საზღვაო რუკები), რომლებზეც საქართველო ისტორიული ხუთჯვრიანი დროშითაა გამოსახული.

გურიის მხარე-ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია