16 | 12 | 2018

საკრებულოს თავმჯდმოარემ მოქალაქეები მიიღო

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, მოქალაქეთა მიღება გამართა. 
მოქალაქეებმა ბესიკ ტაბიძეს, მათთვის პრობლემატური საკითხები პირადად გააცვნეს და სოციალური პრობლემების მოგვარების თხოვნით მიმართეს.

მოქალაქეებს წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და განცხადების საფუძველზე, შესაბამისი დახმარება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამების ფარგლებში გაეწევათ.

როგორც ცნობილია, ყოველი კვირის სამშაბათი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მოქალაქეთა მიღების დღეა. საჭიროების შემთხვევაში თავმჯდომარე მოქალაქეებს ნებისმიერ დღეს მიიღებს.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია