16 | 12 | 2018

საკრებულოს ბიურომ მიმდინარე საკითხების ირგვლივ იმსჯელა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა. სხდომის თავმჯდომარემ, ბესიკ ტაბიძემ დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხები ბიუროს წევრებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად განიხილა.
სხდომას მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი ესწრებოდა.ბიურომ განიხილა საკითხი, რომელიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში განსახორციელებელ ცვლილებებს შეეხება.

ბიურომ განიხილა საკითხი, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“.

სხდომაზე განიხილეს საკითხები, რომლებიც საკრებულოს კომისიების შემადგენლობაში ცვლილებას ეხება.

სხდომაზე 2018 წლის ბიუჯეტში განსახორციელებელ ცვლილებაზე განმარტება მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა როლანდ ლაშხიამ გააკთა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სტიქიის შედეგად მუნიციპალიტეტში დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებისათვის გამოიყო 3200000 ლარი, რაც უნდა აისახოს ბიუჯეტში როგორც შემოსავლის, ისე ხარჯვით ნაწილში.

სხდომაზე ასევე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობების დამტკიცების შესახებ იმსჯელეს.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ, ბესიკ ტაბიძემ განმარტა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე, უახლოეს საკრებულოს სხდომაზე აირჩევა.

ძირითადი საკითხების განხილვის შემდეგ სხდომაზე მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს.

დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხები განსახილველად გადაეგზავნა საკრებულოს შესაბამის ფრაქციებსა და კომისიებს.

ბიუროს გადაწყვეტილებით, საკრებულოს მორიგი სხდომა 26 იანვარს, 11 საათზე გაიმართება.

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია