21 | 04 | 2018

საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა

დღეს ლანჩხუთის მუნციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც ალექსანდრე მახათაძე უძღვებოდა.
კომისიამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტში განსახორციელებელი ცვლილება განიხილა. საკითხის შესახებ მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა, როლანდ ლაშხიამ ისაუბრა. ასევე კომისიის წევრების შეკითხვებს მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა უპასუხა.
როგორც როლანდ ლაშხიამ აღნიშნა, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სტიქიის შედეგად მუნიციპალიტეტში დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებისათვის გამოიყო 3200000 ლარი, რაც უნდა აისახოს ბიუჯეტში როგორც შემოსავლის, ისე ხარჯვით ნაწილში.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, თანხის ნაწილი მუნიციპალიტეტის მასშტაბით სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების, ჯურუყვეთისა და ჩიბათის ადმინისტრაციულ ერთეულებში საბავშვო ბაღების დაზიანებული სახურავის შესაკეთებლად მიიმართება. 
ამ და სხვა ცვლილებებით, 2018 წლის ბიუჯეტში ცვლილებას საკრებულო უახლოეს სხდომაზე დაამტკიცებს. 
კომისიის სხდომაზე ასევე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობების დამტკიცების შესახებ იმსჯელეს.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა