25 | 02 | 2018

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებმა ეტლი გადასცეს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ბესიკ ტაბიძემ, მოადგილემ, ვლადიმერ ნანაძემ, მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა და ლესის მაჟორიტარმა დეპუტატმა ელისო ჭიჭინაძემ, სოფელ ნიგვზიანში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის პირი მოინახულეს და შშმ პირისთვის განკუთვნილი სტანდარტული ეტლი გადასცეს.

როგორც ოჯახის წევრებმა აღნიშნეს, 40 წლის ამირან აბაშიძე, 4 წლის წინ დაინვალიდდა და ამ ხნის მანძილზე საჩუქრად გადაცემული ეტლი პირველია, რომლითაც ის ისარგებლებს.

ოჯახმა ხელისუფლების წარმომადგენლებს გამოჩენილი ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა.

,,ჩვენ მუდმივ კონტაქტში ვართ შეზრუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან და მათი ოჯახის წევრებთან. საშუალება მოგვეცა, რომ დღეს ეტლი გადაგვეცა საჩუქრად ამირან აბაშიძისთვის. ჩვენთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების დახმარება და მათი ხელშეწყობა ძალზედ მნიშვნელოვანია “, განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა