25 | 02 | 2018

სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდები ადგილზე დაათვალიერეს

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე ჯურუყვეთის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდნენ. მათ აღდგენილი ხიდები მოინახულეს. ჯურუყვეთში სტიქიის შედეგად დაზიანდა სამი ხიდი, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა ადგილზე დაათვალიერეს. ხიდების აღდგენითი სამუშაოები შპს „ფერლით ჯორჯიამ“ შეასრულა. სამივე ხიდის ასაშენებლად 146 264 ლარი დაიხარჯა. „მინდა მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებმაც ეს სამუშაოები ჩაატარეს. მადლობა ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ ჩვენი გასაჭირი გულთან მიიტანა“ - განაცხადა ადგილობრივმა ჯონი კვაჭაძემ.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია-ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა