- დეტალები
-
გამოქვეყნებულია ოთხშაბათი, 24 იანვარი 2018 11:46
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერს, ალექსანდრე სარიშვილს „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ ჩოხატაურელი წევრი ქალბატონები შეხვდნენ. შეხვედრისას ქალბატონებმა განსაკუთრებით გაუსვეს ხაზი, აღნიშნული პროგრამის განხორციელების საქმეში ლანჩხუთის ადგილობრივი ხელისუფლების როლს. მათ მადლობა გადაუხადეს მერს, ალექსანდრე სარიშვილს და გამარჯვებული ქალთა კლუბის ხელმძღვანელს, მზია კვირკველიას განსაკუთრებული ყურადღებისთვის და მზრუნველობისთვის. მერთან შეხვედრამ გულთბილ ვითარებაში ჩაიარა.
