15 | 10 | 2019

„ბუნება თქვენს სამსახურში"

5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა. წელს მისი მთავარი სლოგანია „ბუნება თქვენს სამსახურში".

გარემოს დაცვის მსოფლიო დღე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სკვერების დასუფთავებით აღინიშნა. მასში მონაწილეობა მიიღეს ლანჩხუთი-კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებმა.

საქართველოს მწვანეთა მოძრაობის „დავასუფთაოთ გარემო ჩვენი“ კოორდინატორის, მანანა გოგუაძის თქმით, ლანჩხუთელებმა ამ დღისადმი მიძღვნილ დასუფთავების აქციაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს. სწორედ ამას ისახავს მიზნად გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღნიშვნა - გარემოს გაუმჯობესებიათვის ბრძოლაში საზოგადოებ აქტიურად უნდა ჩაებას.

1972 წლის 15 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისი გარემოს დაცვის დღედ გამოაცხადა. აღსანიშნია, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს და გაეროს განვითარების პროგრამის ორგანიზებით 5 ივნისი, გარემოს დაცვის მსოფლიო დღე საქართველოში სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნა.


 

 

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია