ორშაბათიდან მგზავრთა გადაყვანის ახალი გრაფიკი ამოქმედდება

გამოქვეყნებულია ხუთშაბათი, 25 იანვარი 2018 20:22

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ბესიკ ტაბიძე და მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი, სააქციო საზოგადეობა-,, ავტოს" ხელმძღვანელს, დავით გოგუაძეს, ავტოსალაროს უფროსს, ჯუმბერ რამიშვილს და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლებს შეხვდნენ.

მოსახლეობის მოთხოვნაა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გრაფიკს, ლანჩხუთი-ურეკის და ლანჩხუთი- ნიგოითის მიმართულებით დაემატოს დილით და საღამოს კიდევ ერთი რეისი. დღეის მდგომარეობით, მოძრაობის დადგენილი განრიგის ესაბამისად, სამუშაო დღის დასრულების შემდეგ აღნიშნული მიმართულებებით მგზავრთა გადაადგილება არ ხორციელდება.

 

როგორც შეხვედრაზე იმსჯელეს, მგზავრთა მოთხოვნა გათვალისწინებული იქნება და ორშაბათიდან მგზავრთა გადაყვანის ახალი გრაფიკი ამოქმედდება.