საკრებულოს თავმჯდომარემ სულაბერიძეების ოჯახი პირადად მოინახულა

გამოქვეყნებულია ხუთშაბათი, 25 იანვარი 2018 20:32

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ბესიკ ტაბიძე, მოადილესთან-ვლადიმერ ნანაძესა და ჩიბათის მაჟორიტარ გიორგი ჩახვაძესთან ერთად, სოფელ ჩიბათში მცხოვრებ რეზო სულაბერიძის ოჯახში იმყოფებოდა.

რეზო სულაბერიძე და მისი მეუღლე მძიმე ავადმყოფები არიან. როგორც სულაბერიძემ განაცხდა, სოციალური შემწეობა გასულ წელს მოეხსნა. ამიტომაც მან დახმარების თხოვნით ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართა.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა სულაბერიძეს დახმარება აღუთქვეს. მათი თქმით, სოციალური მომსახურების სააგენტოდან ხელმეორედ მოხდება ქულათა გადამოწმება.

 

მანამდე კი სულაბერიძეებს მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამის ფარგლებში გაეწევა დახმარება.