21 | 04 | 2018

მოსახლეობის საყურადღებოდ!

სს "საქართველოს რკინიგზა" გაცნობებთ, რომ საჯავახო-ნიოიგითის სარკინიგზო გადასარბენის კმ81, კმ83, კმ84, კმ85, კმ86-ში მოსახლეობის მხრიდან ინტნსიურად ხდება ლიანდაგისა და ლიანდაგისპირა ტერიტორიების დანაგვიანება საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებით, რის გამოც აღნიშნულ ადგილებში შექმნილია ანტისანიტარიული მდგომარეობა.
სს "საქართველოს რკინიგზამ" თავისი ძალებით რამდენიმეჯერ დაასუფთავა აღნიშნული ტერიტორია, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა სიტუაციის შესაცვლელად. 
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მოსახლეობის მხრიდან მსგავსი ქმედება არა მარტო ინფექციების გავრცელების წინაპირობაა, არამედ ხელს უშლის რკინიგზაზე დასაქმებულ, კონკრეტულად კი ლიანდაგში მომუშავე პერსონალს და ამასთან, არაესთეტიკურადაც გამოიყურება.
აღნიშნული ქმედების აღსაკვეთად სს "საქართველოს რკინიგზამ" დასახმარებლად მომართა ადგილობრივ ხელისუფლებას. 
მოსახლეობას ვაფრთხილებთ, რომ აღნიშნული ტერიტორიის დანაგვიანების შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება შესაბამისი სანქციები!

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა