20 | 10 | 2018

საკრებულოს სხდომა გაიმართა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე უძღვებოდა. სხდომას მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი ესწრებოდა. საკრებულომ დაამტკიცა განკარგულებები, რომლებიც მუნიციპალიტეტში მოქმედი ა(ა)იპ-ების რეორგანიზაციაზე მერისთვის თანხმობის მიცემას ეხება. კერძოდ, რეორგანიზაციის პროცესში დაგეგმილია კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების სტრუქტურიდან გამოიყოს ლანჩხუთის მ. ორაგველიძის სახელობის სამუსიკო სკოლა, სუფსის სამუსიკო სკოლა და ლანჩხუთის სამხატვრო სკოლა, რომლებიც ჩამოყალიბდება ა(ა)იპ „სახელოვნებო-სამუსიკო სკოლათა გაერთიანების“ ფორმით. რეორგანიზაციის ფარგლებში მოხდება ორი იურიდიული პირის გაერთიანება - ა(ა)იპ „ლანჩხუთი - სერვისი“- სა და ა (ა)იპ „ლანჩხუთი-ტექსერვისი“-ს, ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ,,კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრის“ ფორმით. ვინაიდან ორივე ა(ა)იპ-ის ფუნქციები მოიცავს ისეთ მონათესავე სფეროს როგორიცაა მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კეთილმოწყობა (გარე განათება, გამწვანება, სისუფთავისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა და ღონისძიებების განხორციელება და ა.შ.). მასვე დაეკისრება ტრანსპორტის ერთიან სამარშრუტო ქსელში მარშრუტზე მოძრავი შემადგენლობის მონიტორინგი. რეორგანიზაცია განხორციელდება, ა(ა)იპ „საგარეო-ეკონომიკური კავშირურთიერთობების, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ტურიზმის და მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის ცენტრში“ . რეორგანიზაციის ფარგლებში მუნიციპალური ტრანსპორტის საკითხების რეგულირების ფუნქცია დაეკისრება ა(ა)იპ „ლანჩხუთი-კეთილმოწყობას“, ფუნქციების ნაწილი ასევე გაწერილია მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულებაში, ხოლო რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბდება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლანჩხუთისმუნიციპალიტეტის „სოფლის მეურნეობის განვითარების, მეწარმეთა საქმიანობის ხელშეწყობის, ინვესტიციების და ტურიზმის ცენტრი“, რომლის ძირითადი მიმართულება იქნება სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების შესახებ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინფორმირება; მუნიციპალიტეტში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეკლამირება და სარეალიზაციო ბაზრის მოძიებაში ხელშეწყობა; სოფლის მეურნეობის დარგში არსებული მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლისთვის საჭირო ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და მოსახლეობის ინფორმირება. ა(ა)იპ „სპორტული ცენტრის“, ა(ა)იპ „საფეხბურთო სკოლის“, „გოგონათა ექსპერიმენტალური სარაგბო-საფეხბურთო სკოლის“ რეორგანიზაციის ფარგლებში მოხდება ყველა იმ მიმართულების გაერთიანება, რაც დღემდე ფუნქციონირებდა მუნიციპალიტეტში, რაც უპირველეს ყოვლისა გამოიწვევს ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვას და რაც მთავარია, გაამარტივებს დაკისრებული ამოცანების განხორციელებას. საკრებულომ დაამტკიცა განკარგულება, ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის „სახელოვნებო-სამუსიკო სკოლათა გაერთიანების“ დაფუძნებაზე მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“ . რაც შეეხება დღის წესრიგით განსაზღვრულ დანარჩენ საკითხებს, საკრებულომ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. ძირითადი საკითხების ამოწურვის შემდეგ, საკრეულოს წევრებმა, სხვადასხვა საკითხების ფორმატში, სოფლებში არსებულ ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პრობლემებზე ისაუბრეს. მათ შეკითხვებს, მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა უპასუხა.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია