21 | 04 | 2018

საბავშვო ბაღების თანამშრომლები მერთან შეხვედრაზე

დღეს საღამოს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი, მოადგილე გიორგი ფაცურია, საფინანსო სამსახურის უფროსი როლანდ ლაშხია და ა(ა)იპ სკოლამდელი განათლების ცენტრის ხელმძღვანელი დავით წულაძე მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების თანამშრომლებს შეხვდნენ.
შეხვდრის ორგანიზატორი ლანჩხუთის განათლების მუშაკთა პროფკავშირი იყო.
შეხვედრაზე დაისვა უამრავი პრობლემა, რაც საბავშვო ბაღების თანამშრომლებს აქვთ. უმთავრესი დაბალი ანაზღაურება იყო.
დავით წულაძემ განაცხადა, რომ იწყება რეორგანიზაცია და არსებული ხარვეზების გამოსწორებაზე მუშაობენ,
ალექსანდრე სარიშვილის თქმით, საბავშვო ბაღებში ჩვენი მომავალი თაობა ყალიბდება და ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სწორედ აქ იყოს ყველაფერი კარგად. 
"სწორედ ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ როგორმე მოვაწესრიგოთ პრობლემები. დაიწყება რეორგანიზაცია, გადამზადდებიან პედაგოგები, ასევე ჩატარდება კონკურსი ბაღებში დასაქმებულთათვის. იმედია, ყველაფერი ისე გაკეთდება, რომ უკმაყოფილი არავინ დარჩეს" - განაცხადა შეხვედრაზე ალექსანდრე სარიშვილმა.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა