16 | 08 | 2018

შეხვედრა მხარეთმცოდნეობის მუზეუმში

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მუზეუმის თანამშრომლები მერს არსებულ პრობლემებზე ესაუბრნენ.
მათი ძირითადი გულისტკივილი დაბალი ანაზღაურება და მოუწესრიგებელი შენობა იყო.
ალექსანდრე სარიშვილმა ყველა მათგანს გულდასმით მოუსმინა და შესაძლებლობის ფარგლებში დახმარებას დაპირდა.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია