სადღესასწაულო წირვა ჯურუყვეთში წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში აღევლინა

გამოქვეყნებულია ორშაბათი, 29 იანვარი 2018 14:50

27 იანვარს,სადღესასწაულო წირვა ჯურუყვეთში წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში აღევლინა.
საზეიმო წირვა ტაძრის წინამძღვარმა მამა ირაკლი (წულაძემ) და ლანჩხუთში მოღვაწე მამებმა ერთობლივად აღავლინეს.
_დღეს ქართველთათვის ერთ-ერთი დიდი დღესასწაულია, ქართველთა განმანათლებლის წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღვნიშნავთ. მინდა მოგილოცოთ ეს დღესასწაული და მინდა ერთად შევთხოვოთ წმინდა ნინოს, მისი ლოცვა და შეწევნა არ მოაკლოს ქართველ ერს_ აღნიშნა ქადაგებისას მამა ირაკლიმ.
სადღესასწაულო წირვას მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ.