14 | 12 | 2019

სააღმზრდელო ცენტრი ხუთი წლის გახდა

მუნიციპალიტეტის სკოლამდელმა სააღმზრდელო ცენტრმა ხუთი წლის იუბილე აღნიშნა. სააღმზრდელო ჯგუფების მონაწილეობით საიუბილეო თარიღს კონცერტი მიუძღვნა, რომელსაც ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ რევაზ ჩიტიძემ მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, რომ სააღმზრდელო ცენტრი  ხელისუფლების ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, ეს ადამიანები თავდაუზოგავად მუშაობენ მომავალი თაობის აღსაზრდელად და შედეგიც სახეზეა. საკრებულოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ცენტრის დირექტორს, ნინო ხალვაშს და თითოეულ აღმზრდელს გაწეული მუშაობისთვის.

უნდა ითქვას, რომ ნინო ხალვაშის ძალისხმევით, თითოეული თანამშრომლის, აღმზრდელებისა და აღსაზრდელების დიდი მონდომების შედეგად კონცერტი მართლაც არაჩვეულებრივი გამოვიდა.

პატარა აღსაზრდელების ცეკვა-სიმღერით მაყურებელმა ძალიან იხალისა. ნორჩ აღსაზრდელებთან ერთად თავიანთი შემოქმედება გვაჩვენეს აღმზრდელებმა და, უნდა აღინიშნოს, რომ მაყურებელი არ იშურებდა ტაშს და ოვაციას თითოეული ნომრის შემდეგ.


 

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია