20 | 10 | 2018

პარკის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ადგილობრივ ხელისუფლებას

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიაში მთაწმინდის ეროვნული პარკის ადმინისტრაციიდან მადლობის ბარათი მოვიდა, სადაც აღნიშნულია, რომ პარკის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ადგილობრივ ხელისუფლებას 14 იანვრის ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებისთვის:
"მადლობას მოგახსენებთ 14 იანვარს "კალანდობის" ღონისძიებაში მონაწილეობის და აქტიური ჩართულობისთვის. ჩვენმა ერთობლივმა თანამშრომლობამ შესანიშნავი შედეგი აჩვენა და ვიმედოვნებთ, მთაწმინდის პარკში "კალანდობის" აღნიშვნა ყოველწლიურ სახეს მიიღებს. ამასთანავე, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ დროს დავუთმოთ ადგილი და რესურსი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს მთაწმინდის პარკში ერთობლივი ღონისძიებების ჩასატარებლად" - წერია ბარათში.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია