20 | 06 | 2018

აღიარების კომისიის სხდომა ჩატარდა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სხდომა გაიმართა. შეგახსენებთ, რომ კომისიას თავმჯდომარეობს მერის მოადგილე, გიორგი ფაცურია, ხოლო კომისია თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებას განიხილავს. ამჟამად წარმოდგენილი იყო 68 საკითხი, კომისიამ ამათგან დღეს მხოლოდ 25 საკითხი განიხილა, რომელთაგანაც მხოლოდ 14 განცხადება დაკმაყოფილდა.

სურათი შეიძლება შეიცავდეს: 2 ადამიანი, ადამიანები სხედან, მაგიდა და შიდა ხედი

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია