20 | 06 | 2018

კომისიამ მიმდინარე საკითხები განიხილა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის სხდომაზე ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ იმსჯელეს.

კომისიამ მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის მიერ წარმოდგენილ პროექტს მხარი დაუჭირა, რომლის მიხედვით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი შემდეგნაირადაა განისაზღვრული:

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიწის ნორმატიული ფასი შეადგენს 3,19 ლარს; დასახლებათა შორის არეალებში -2,28 ლარს; სოფელ მალთაყვიდან მდინარე სეფისწყალამდე შავი ზღვის ნაპირიდან 500 მეტრის რადიუსში არსებულ დასახლებებში და დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი შეადგენს 9,12 ლარს; ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) შეადგენს 4,56 ლარს.

სურათი შეიძლება შეიცავდეს: 1 ადამიანი, ზის და შიდა ხედი

სურათი შეიძლება შეიცავდეს: 6 ადამიანი, ადამიანები სხედან და შიდა ხედისურათი შეიძლება შეიცავდეს: 6 ადამიანი, ადამიანები სხედან და შიდა ხედისურათი შეიძლება შეიცავდეს: 6 ადამიანი, ადამიანები სხედან და შიდა ხედი

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია