25 | 02 | 2018

შშმ პირს ეტლი გადასცეს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ბესიკ ტაბიძემ და მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა სოფელ ნიგვზიანში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის პირს, შშმ პირისთვის განკუთვნილი სტანდარტული ეტლი გადასცეს. 37 წლის კახა გოგიჩაიშვილმა ტრავმა 20 წლის ასაკში, კინგბოქსინგის ვარჯიშის დროს მიიღო. მას შემდეგ ის ეტლით სარგებლობს. ოჯახმა ხელისუფლების წარმომადგენლებს გამოჩენილი ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების დახმარება და მათი ხელშეწყობა მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია.

სურათი შეიძლება შეიცავდეს: 4 ადამიანი, ხალხი დგას

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა