25 | 02 | 2018

„გურიას“ აღმასრულებელ დირექტორად დავით ყენია წარადგინეს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა და მხარის გუბერნატორმა, მერაბ ჭანუყვაძემ დღეს საფეხბურთო კლუბ „გურიას“ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დავით ყენია წარადგინეს.
დავით ყენია 2000 წლიდან საფეხბურთო სამყაროშია. ის მუშაობდა ქუთაისის „ტორპედოსა“ და ბათუმის „დინამოშიც“. აქვს კონტაქტები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან, არის საფეხბურთო სკაუტი.
დავით ყენია: „ჩვენი მიზანია, გუნდი ამოვიდეს ლიგა ორიდან. ამას დრო სჭირდება. უცებ არ გაკეთდება გუნდი, მაგრამ შევძლებთ მივიდეთ იმ ზონამდე, სადაც უმაღლესი ლიგაა. დღეს წარვადგენთ მთავარ მწვრთნელსაც, რომელიც თავის მხრივ წარადგენს გუნდს და უახლოეს მომავალში შეკრებას დავიწყებთ. ჩვენი სურვილია, რომ გუნდმა გაიაროს წვრთნები გრიგოლეთის ბაზაზე. მოკლე დროში მოხდეს ჯანსაღი ატმოსფეროს შექმნა. ჩვენ შევძლებთ მივცეთ გურიას ის სახე, რაც მას ჰქონდა“.
წარდგენას მოწვეული სტუმრები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრამ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა.
პრესკონფერენციის შემდეგ მუნიციპალიტეტის მერმა გუბერნატორთან და ახლად დანიშნულ ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის გურიას“ აღმასრულებელ დირექტორთან ერთად „გურიას“ ევგრაფ შევარდნაძის სახელობის სტადიონი დაათვალიერა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია-ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა