20 | 06 | 2018

ერთჯერადი სოციალური დახმარება გაიცა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიაში ერთჯერადი სოციალური (ფულადი) დახმარების პროგრამის ფარგლებში ბენეფიციართა შერჩევის მიზნით შექმნილმა კომისიამ, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი ხელმძღვანელობს, მუშაობა განაახლა. კომისია ძირითადად შექმნილია იმ კატეგორიის ადამიანების დასახმარებლად, რომლებიც ვერ სარგებლობენ სახელმწიფო სოციალური დახმარებით და საჭიროებენ სამედიცინო გამოკვლევებს ან ოპერაციებს, ასევე დახმარებით სარგებლობენ მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებში მყოფი ოჯახები. დღეს კომისიამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებთან ერთად იმუშავა. დახმარება გაეწია 97 ბენეფიციარს, ხოლო გაცემული თანხის ოდენობამ 19 600 ლარი შეადგინა.

სურათი შეიძლება შეიცავდეს: 4 ადამიანი, ადამიანები სხედან, მაგიდა და შიდა ხედი

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია