21 | 04 | 2018

ლანჩხუთი სრულად ერთიანდება Izrune.ge-ს გარშემო

ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლაში ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის Izrune.ge-ს პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ინტელექტ-ჩემპიონატის ავტორი და წამყვანი, გოჩა ტყეშელაშვილი ლანჩხუთში იმყოფებოდა. შეხვედრას ლანჩხუთის რესურსცენტრის უფროსი ნინო ჩიტაძე, მუნიციპალიტეტის მერიის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის თანამშრომლები, მასწავლებლები და დირექტორები ესწრებოდნენ. როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, ლანჩხუთი Izrune.ge-ს იდეის გარშემო სრულად ერთიანდება. შეგახსენებთ, რომ Izrune.ge არის მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციური საიტი, რომლის მთავარი მიზანია მშობლის ჩართულობის გაზრდა შვილის აღზრდა-განათლების პროცესში. მოსწავლეებს აქვთ საშუალება საკუთარი კლასის შესაბამისად ყოველდღიურად ივარჯიშონ მათთვის სპეციალური ალგორითმით შექმნილ უნიკალურ ტესტებში. მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის, პაატა ურუშაძის თქმით, შესაბამისი სამსახურები აქტიურად ჩაერთვებიან და მხარს დაუჭერენ აღნიშნულ ინტელექტუალურ პროექტს.

სურათი შეიძლება შეიცავდეს: ეკრანი

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა