20 | 06 | 2018

საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა. სხდომის თავმჯდომარემ, ბესიკ ტაბიძემ დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხები ბიუროს წევრებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად განიხილა. სხდომას მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი ესწრებოდა. ბიურომ განიხილა საკითხი, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ . წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი შემდეგნაირადაა განისაზღვრული: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიწის ნორმატიული ფასი შეადგენს 3,19 ლარს; დასახლებათა შორის არეალებში -2,28 ლარს; სოფელ მალთაყვიდან მდინარე სეფისწყალამდე შავი ზღვის ნაპირიდან 500 მეტრის რადიუსში არსებულ დასახლებებში და დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი შეადგენს 9,12 ლარს; ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) შეადგენს 4,56 ლარს. სხდომაზე განხილულ იქნა საკითხი „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“. ბიურომ განიხილა საკითხი, რომელიც მერიის დებულებაში ცვლილების განხორციელებას გულისხმობს. ცვლილება შედის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის N5 დადგენილებაში,„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობების დამტკიცების შესახებ“ . ბიურომ მხარი დაუჭირა ასევე „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში განსახორციელებელ ცვლილებებს. სხდომაზე განიხილეს საკითხები, რომლებიც საკრებულოს კომისიების შემადგენლობაში ცვლილებას ეხება. ბიურომ დადებითად შეაფასა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვისა და მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურების მიერ 2017 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში. სხდომაზე ასევე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობების დამტკიცების შესახებ იმსჯელეს. ძირითადი საკითხების განხილვის შემდეგ სხდომაზე მიმდინარე პრობლემურ საკითხებზე იმსჯელეს. დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხები განსახილველად გადაეგზავნა საკრებულოს შესაბამის ფრაქციებსა და კომისიებს. ბიუროს გადაწყვეტილებით, საკრებულოს მორიგი სხდომა 23 თებერვალს, 11 საათზე გაიმართება.

სურათი შეიძლება შეიცავდეს: 5 ადამიანი, ადამიანები სხედან, მაგიდა და შიდა ხედი

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია