მუნიციპალიტეტის მერმა სანერგე მეურნეობა დაათვალიერა

გამოქვეყნებულია ხუთშაბათი, 15 თებერვალი 2018 17:43

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ნიგვზიანში წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტერში იმყოფებოდა. ალექსანდრე სარიშვილმა მეუფე იოსებთან ერთად მონასტერში სანერგე მეურნეობა დაათვალიერა. დედებს ვაზის სხვადასხვა ჯიშები მოჰყავთ და ამრავლებენ. როგორც მათ აღნიშნეს, გეგმავენ მეურნეობა კიდევ უფრო გაზარდონ და მრავალფეროვანი გახადონ. მოიძიონ გურული ვაზის ჯიშები და სანერგე მეურნეობა კიდევ უფრო განავითარონ. როგორც აღმოჩნდა, სითბოს, ტენისა და სინათლის მოყვარული ვაზისთვის ნიადაგი ხელსაყრელია და კარგ შედეგს იძლევა.

სურათი შეიძლება შეიცავდეს: 1 ადამიანი, დგომა, ხე და ღია ცის ქვეშ