17 | 12 | 2018

შეხვედრა ღრმაღელისა და სუფსის მოსახლეობასთან

დღეს მხარის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე, მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე ღრმაღელისა და სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობას შეხვდნენ. მათ იმ პრობლემების შესახებ მოისმინეს, რაც დღესდღეობით სოფლებში არსებობს. ძირითადად ეს შიდა მიმოსვლის გზებსა და წყალს ეხება. მიმდინარე წელს ღრმაღელეში დაიწყება სუფსა-წყალწმინდის დამაკავშირებელი ხუთ კილომეტრიან გზაზე საპროექტო სამუშაოების მომზადება და წლის ბოლოსთვის დასრულდება ასფალტის დაგება. ასევე მოასფალტდება ცენტრალური გზის 3 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომლის ნაწილი გასულ წელს დაიგო. უახლოეს მომავალში მომზადდება პროექტი, რის შემდეგაც სამუშაოები დაიწყება წყლის სათავე ნაგებობაზე და 150 ოჯახი მომარაგდება წყლით. რაც შეეხება სუფსას, აქ ცენტრში იგეგმება სანიაღვრე არხების მოწყობა, ასევე სოფელ ტაბანათში ჭაბურღილი დამონტაჟდება და 180-მდე ოჯახს წყლის პრობლემა მოუგვარდება. _„ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, იმისათვის, რომ მოსახლეობის ყველა პრობლემა დროულად მოგვარდეს. ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხებზე და უახლოეს მომავალში იმ პრობლემების გადაჭრა დაიწყება, რაც ყველაზე მეტად აწუხებს სოფელს. განსაკუთრებით ეს ეხება შიდა გზებსა და წყალს.“-განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.

სურათი შეიძლება შეიცავდეს: 1 ადამიანი, ბრბო, ხე და ღია ცის ქვეშ

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია