19 | 08 | 2018

მოსახლეობის საყურადღებოდ!

17-18 თებერვალს-შაბათ-კვირას, უნივერსალური სამედიცინო ცენტრი (ა.ღვამიჩავას ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი) ქ. ლანჩხუთში უფასო სამედიცინო გასინჯვებს ჩაატარებს. ქ. ლანჩხუთს უნივერსალური სამედიცინო ცენტრის ოთხი ექიმი სპეციალისტი ეწვევა (მაკა ეგუტიძე -ონკო-ქირურგი, მამოლოგი; თამარ ცინცაძე -ონკო-გინეკოლოგი; გიორგი კოჩალიძე- ონკო-ქირურგი; ) . მოსახლეობას საშუალება ექნება მიიღოს,მამოლოგის, ონკო- გინეკოლოგისა და ონკო-ქირურგის კონსულტაციები,ძუძუს, საშვილოსნოს, ძვლების,კანის, რბილიქსოვილების, მუცლის ღრუს, უროლოგიურ, თუ ფასისებრი ჯირკვლის პრობლემების თაობაზე. საჭიროებისამებრ ჩატარება ექოსკოპიური კვლევაც. უფასო სამედიცინო გასინჯვები ჩატარდება ლანჩხუთის საავადმყოფოს, რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრში. შაბათი- 10:00-18:00სთ. კვირა- 10:00-16:00სთ. „ჩვენი, როგორც ექიმების უპირველესი მოვალეობა, ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვაა! ჩვენი პროფესია ადამიანების დახმარებას, კეთილი საქმის კეთებას მოიაზრებს. სწორედ ამიტომ მოვდივართ თქვენთან.გვიგულეთ თქვენს სამსახურში!“- აცხადებენ უნივერსალური სამედიცინო ცენტრის ექიმები.

სურათი შეიძლება შეიცავდეს: 3 ადამიანი, ხალხი დგას

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია