- დეტალები
-
გამოქვეყნებულია პარასკევი, 16 თებერვალი 2018 17:35
დღეს ლანჩხუთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, ,,ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრის“ ინიციატივით მოქლაქეებთან შეხვედრა გაიმართა.
ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით გოგიჩაიშვილმა ელექტრონული პორტალის (IChange.gov.ge) შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.ელექტრონული პორტალის (IChange.gov.ge) შექმნის და ამ პორტალით სარგებლობის წესები საქართველოს მთავრობამ დადგენილებით 2017 წლის მაისში დაამტკიცა.აღნიშნული დადგენილება განსაზღვრავს მოქალაქეების მიერ საქართველოს მთავრობისათვის ელექტრონული პეტიციების წარდგენის, პეტიციების მიღებისა და განხილვის წესებს და პროცედურებს.