19 | 08 | 2018

უფასო გასინჯვები ლანჩხუთში

დღეს უნივერსალური სამედიცინო ცენტრის ექიმებმა ლანჩხუთში უფასო სამედიცინო გასინჯვები დაიწყეს. ლანჩხუთს ოთხი ექიმ- სპეციალისტი ეწვია (მაკა ეგუტიძე -ონკო-ქირურგი, მამოლოგი; თამარ ცინცაძე -ონკო-გინეკოლოგი; გიორგი კოჩალიძე- ონკო-ქირურგი; ) . მოსახლეობას საშუალება აქვს მიიღოს მამოლოგის, ონკო- გინეკოლოგისა და ონკო-ქირურგის კონსულტაციები, ძუძუს, საშვილოსნოს, ძვლების, კანის, რბილიქსოვილების, მუცლის ღრუს, უროლოგიურ და ფარისებრი ჯირკვლის პრობლემების თაობაზე კონსულტაციები და რჩევები. უფასო სამედიცინო გასინჯვები 17 თებერვალს დაიწყო და გაგრძელდება 18 თებერვლამდე. უფასო გასინჯვები ტარდება ლანჩხუთის რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრში. ა.ღვამიჩავას ონკოლოგიის ეროვნული ცენტრის ექიმებს ადგილზე ეწვია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი. ჩამოსულმა ექიმებმა და მერმა ლანჩხუთის „გამარჯვებულ ქალთა კლუბის" წევრები მოინახულეს. კლუბის წევრებმა მადლობა გადაუხადეს მერს, ალექსანდრე სარიშვილს, ჩამოსულ ექიმებს და "გამარჯვებული ქალთა კლუბის" ხელმძღვანელს, მზია კვირკველიას განსაკუთრებული ყურადღებისა და მზრუნველობისთვის. ა.ღვამიჩავას ონკოლოგიის ეროვნული ცენტრის ექიმების მიერ, მხოლოდ დღეს, აქციის ფარგლებში უფასოდ გაისინჯა 250-ზე მეტი პაციენტი.

სურათი შეიძლება შეიცავდეს: 5 ადამიანი, მომღიმარი, ხალხი დგას

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია